მივესალმები შეერთებული შტატებისა და ირანის მიერ ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გამოცხადებას, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, ანტონიო კოშტა სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
"მივესალმები შეერთებული შტატებისა და ირანის მიერ ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გამოცხადებას. მოვუწოდებ ყველა მხარეს, დაიცვან მისი პირობები რეგიონში მდგრადი მშვიდობის მისაღწევად.
ევროკავშირი მზადაა მხარი დაუჭიროს მიმდინარე ძალისხმევას და მჭიდრო კონტაქტში რჩება რეგიონში თავის პარტნიორებთან.
მადლობას ვუხდი პაკისტანს და ყველა სხვა მხარეს, რომლებიც ჩართულნი არიან ამ შეთანხმების ხელშეწყობაში", - წერს კოშტა.