უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინელი სამხედროები ჰორმუზის სრუტის მომავალ ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ კონსულტაციებში მონაწილეობენ.
„უკრაინელი სამხედროები მონაწილეობენ კონსულტაციებში ჰორმუზის სრუტის მომავალ ფუნქციონირებასთან დაკავშირებით. უსაფრთხო ნავიგაცია გლობალური ღირებულებაა, როგორც ეს შავი ზღვის დაცვის ჩვენი გამოცდილებიდან ვიცით. აუცილებელია, რომ მსოფლიოში ყველამ დააფასოს ეს.
რა თქმა უნდა, სიტუაცია შეიძლება ყოველდღიურად და საკმაოდ მნიშვნელოვნად შეიცვალოს, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, თუ რა ხდება ირანთან და ევროპასა და ამერიკას შორის ურთიერთობებში.
მაგრამ ჩვენი ინტერესები გრძელვადიანია - პირველ რიგში, ევროპის ყველა წევრის უსაფრთხოების ინტერესები,“ - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა დასძინა, რომ დიპლომატებს ასევე აქვთ მოთხოვნები აზიის ქვეყნებიდან. მან დააანონსა ლიდერებთან კონტაქტები და მუშაობა როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს, ასევე სხვა სამინისტროების დონეზე.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მომდევნო კვირები ევროპაში პარტნიორებთან ერთობლივ წარმოებაზე, თავდაცვის მოდერნიზაციაზე, თავდაცვის დაფინანსების პროგრამასა და უსაფრთხოების კოორდინაციაზე მუშაობას დაეთმობა.