აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი ბუდაპეშტში ჩავიდა. აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტსა და მის მეუღლეს ბუდაპეშტის საერთაშორისო აეროპორტში უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო დახვდა.
ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი უნგრეთის პრემიერ-მინისტრს ვიქტორ ორბანს შეხვდება. ასევე, ვენსი ორბანის წინასაარჩევნო დემონსტრაციაში მიიღებს მონაწილეობას და უნგრეთის პრემიერ-მინისტრს 12 აპრილს დაგეგმილი არჩევნების წინ მხარდაჭერას გამოუცხადებს.
პიტერ სიიარტოს ცნობით, დღეს დაგეგმილი ვიზიტის დროს განხილული იქნება ისეთი საკითხები, როგორიცაა მიგრაცია, გლობალური უსაფრთხოება და ეკონომიკისა და ენერგეტიკის სფეროში უნგრეთისა და აშშ-ის თანამშრომლობა.