უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა მზადაა შეწყვიტოს რუსეთის ენერგეტიკულ სექტორზე თავდასხმები, თუ ოკუპანტები საპასუხო ქმედებებზე დათანხმდებიან.
უკრაინის წინადადება რუსულ მხარეს ამერიკელების მეშვეობით გადაეცა.
ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას განაცხადა.
„თუ რუსეთი მზად იქნება შეწყვიტოს ჩვენს ენერგეტიკულ სექტორზე თავდასხმები, ჩვენც მზად ვიქნებით, სარკისებურად ვუპასუხოთ. და რუსულ მხარეს ჩვენგან ასეთი წინადადება აქვს - ამერიკელების მეშვეობით,“ - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა ასევე მადლობა გადაუხადა უკრაინის პარტნიორებს, რომლებიც აგრძელებენ ოკუპანტზე ზეწოლას თავიანთი მეთოდებით - შესაბამისი სანქციებით, ტანკერების გაჩერებით და რუსეთისთვის თანამედროვე აღჭურვილობის მიწოდების შეზღუდვით.
ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსებმა, შესაძლოა ნავთობიდან მიღებული შემოსავალი ომს მოახმარონ.
„ამიტომ, ყველა შეზღუდვა, რომელსაც მათ ნავთობის ექსპორტის შესაძლებლობაზე ვაწესებთ, სწორია“, - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ირანში ომის გამო, რუსეთი, როგორც ნავთობის ქვეყანა, მეტის გამომუშავებას ცდილობს, თუმცა უკრაინული დრონები და რაკეტები მის ამის შესაძლებლობას ზღუდავს.