ჩემს მიერ მიღებული ბოლო ინფორმაციით, ჩემი მეუღლე, აფგან სადიგოვი, უკვე გათავისუფლებულია. თუმცა, რადგან ამჟამად მასთან პირდაპირი კონტაქტი არ შემიძლია, მისი დაკავების მიზეზის შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს, - ამის შესახებ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან სადიგოვის მეუღლე, სევინჩ სადიგოვა სოციალურ ქსელში წერს.
მისი განცხადებით, ბოლო დროს განვითარებული მოვლენების მას შეშფოთების სერიოზულ საფუძველს აძლევს.
„ამ მოვლენების გათვალისწინებით, შეშფოთების საკმაოდ სერიოზული საფუძველი მაქვს. დღემდე განცდილი ყველაფერი ადასტურებს, რომ ჩვენი ცხოვრება მთლიანად თავდაყირა დადგა და განადგურდა. ასეთ სიტუაციაში შეუძლებელია არ ინერვიულო. ძალიან ვნერვიულობ აფგანის სიცოცხლეზე!“- წერს სადიგოვა.
შეგახსენებთ, მანამდე სევინჩ სადიგოვამ განაცხადა, რომ მისი მეუღლე პოლიციამ დააკავა