საქართველოს ემსამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, სურს დაესწროს ექს პრემიერის, ზურაბ ნოღაიდელის დაკითხვას, 7 ნოემბრის საქმეზე.
როგორც სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, აუცილებლად დარჩება მისი დაკითხვის პროცესზე.
"ახლა სიამოვნებით მივიღებ მონაწილეობას სამშობლოს მიღალატის, ზურაბ ნოღაიდელის დაკითხვაში", - განაცხადა სააკაშვილმა.
მისივე თქმით, მან საქართველო 5-ჯერ გადაარჩინა უბედურებისგან.
"5-ჯერ ავაცილე საქართველოს დიდი უბედურება.
ინდა გითხრათ, კარგი ამბები გვაქვს, რუსეთი მძიმე კრიზისშია... რაც შეეხება სომხეთს, რუსეთი მასაც კარგავს. ძალიან სასაცილო საყურებელი იყო პუტინის და ფაშინიანის შეხვედრა, პუტინი როგორ „აკაჩავებდა", რომ მისი სამხედრო ბლოკებიდან არ გასულიყო და ევროკავშირს არ შეერთებოდა. რუსეთს ცუდად აქვს საქმე, რადგან ფრონტზე ძალიან კარგად მიდის საქმე. საერთო ტენდენცია სწორია და სწორი მიმართულებებით მიდის,- თქვა სააკაშვილმა. ['"ტვ პირველი"]