კვირა საღამოს, რუსეთში, ნოვოროსიისკში დრონებით თავდასხმა განხორციელდა. ტელეგრამ-არხის Astra-ს ცნობით, თავდასხმა შესხარისის ნავთობტერმინალზე მოხდა.
კრასნოდარის მხარის ოპერატიული შტაბის ცნობით,, „უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევები“ ნოვოროსიისკში ორი საწარმოს ტერიტორიაზე დაეცა. მათივე ცნობით, ხანძარი გაჩნდა, რომელიც სწრაფად ჩააქრეს.
ნოვოროსიისკის მერმა ანდრეი კრავჩენკომ განაცხადა, რომ დრონის ნამსხვრევები ქალაქის სამხრეთ რაიონში მდებარე საცხოვრებელ კორპუსს დაეცა.
დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება.