უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სირიაში პირველად ჩავიდა, სადაც თავის კოლეგა აჰმედ ალ-შარაას შეხვდა. ამის შესახებ Reuters ორ წყაროზე დაყრდნობით იუწყება.
წყაროების თქმით, მოლაპარაკებები რეგიონული ომის კონტექსტში თავდაცვის საკითხებს უკავშირდებოდა.
მოგვიანებით დამასკოში ვიზიტი ზელენსკიმაც დაადასტურა.
„ჩვენ ვაგრძელებთ აქტიურ უკრაინულ დიპლომატიას რეალური უსაფრთხოებისა და ეკონომიკური თანამშრომლობის მიზნით. წინ მნიშვნელოვანი შეხვედრები გველის - მომზადებულია რამდენიმე შინაარსიანი ფორმატი. ყველა ხალხი, ყველა რეგიონი იმსახურებს მშვიდობიან ცხოვრებას“, - წერს ზელენსკი.