უკრაინა მიმდინარე თვეში კიევში აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლებს სტივ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერს ელოდება. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა კირილო ბუდანოვმა სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლების ფონზე განაცხადა
მან Bloomberg-ს განუცხადა, რომ ამერიკის დელეგაციამ შესაძლოა კიევში აღდგომის შემდეგ ჩავიდეს.
მიუხედავად იმისა, რომ სპეციალური წარმომადგენელი უიტკოფი და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სიძე კუშნერი რამდენჯერმე ეწვივნენ რუსეთს ვლადიმირ პუტინთან მოლაპარაკებებისთვის, ეს მათი პირველი ვიზიტი იქნება უკრაინაში.
ბუდანოვმა აღნიშნა, რომ დელეგაციას, შესაძლოა, რესპუბლიკელი სენატორი ლინდსი გრემიც შეუერთდეს.
მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკელი მომლაპარაკებლები კიევში მიიწვია, თუმცა პოტენციური ვიზიტის დრო არ დაუკონკრეტებია.
მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინაში ამეიკის დელეგაციის ვიზიტი, შესაძლოა, მოსკოვში შემდეგ ვიზიტს უსწრებდეს.
როგორც იუწყებიან, უიტკოფისა და კუშნერის უკრაინაში შესაძლო ვიზიტი განიხილება, თუმცა ოფიციალურად ეს ინფორმაცია ჯერ არ დადასტურებულა.
უკრაინა ცდილობს გაარკვიოს იმ უსაფრთხოების გარანტიების ზუსტი შინაარსი, რომლებსაც შეერთებული შტატები უზრუნველყოფს რუსეთის მომავალი აგრესიის თავიდან ასაცილებლად, როგორც მოსკოვთან ნებისმიერი შეთანხმების ნაწილს, რომელიც მიზნად ისახავს მიმდინარე ომის დასრულებას.