4 აპრილის ღამეს, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა სუმის ცენტრში მდებარე საცხოვრებელ უბნებზე თავდასხმა განახორციელეს. დაშავდა 11 ადამიანი, მათ შორის 15 წლის ბავშვი.
სუმის შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის, სერჰიი კრივოშეენკოს თქმით, დარტყმა სუმის ცენტრში, 16-სართულიანი შენობის მე-13 სართულზე მოხდა.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, 4 აპრილის ღამეს მტერმა უკრაინას 286 უპილოტო საფრენო აპარატით შეუტია, რომელთაგან დაახლოებით 200 „შაჰედის“ ტიპის იყო.
უკრაინელი სამხედროების ცნობით, 260 თვითმფრინავი ჩამოაგდეს ან ჩაახშეს ქვეყნის ჩრდილოეთ, სამხრეთ, აღმოსავლეთ და ცენტრალურ ნაწილში.
11 დრონიტ დარტყმა 10 ლოკაციაზე დაფიქსირდა, ხოლო ნამსხვრევების ჩაცვენა 6 ლოკაციაზე.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, დღეს დილის მონაცემებით, შეტევა გრძელდება, ჰაერში დაახლოებით მტრის 20 უპილოტო საფრენი აპარატი იყო.