4 აპრილის ღამეს რუსეთის სამარის ოლქში, ქალაქ ტოლიატზე დრონებმა იერიში მიიტანეს. გავრცელებული ინფორმაციით, ორი ქიმიურ ქარხანა დაობომბა, რასაც ხანძარი მოჰყვა. ცნობებს რუსული Telegram-არხები ავრცელებენ.
Telegram-ის არხებმა ინფორმაცია გაავრცელეს. რუსეთის ქალაქზე მრავალი დარტყმის და „რამდენიმე ობიექტის“ განადგურების შესახებ.
მათი ცნობით, ტოლიატიში, თავდასხმის შემდეგ, ორი ქიმიური ქარხნის, „ტოლიატიკაუჩუკისა“ და „კუიბიშევაზოტის“, მიმდებარე ტერიტორიებზე ხანძარი გაჩნდა .
ამასთან, „როსავიაციამ“ სამარის აეროპორტში ოპერაციების შეჩერების შესახებ განაცხადა.
„4 აპრილის ღამეს, სამარის ოლქის ქალაქ ტოლიატის მაცხოვრებლებმა ბევრი აფეთქებისა და ხანძრის შესახებ განაცხადეს. თვითმხილველების ვიდეოჩანაწერების ანალიზის თანახმად, ხანძარი ერთმანეთთან ახლოს მდებარე ორი ქიმიური ქარხნის - „ტოლიატიკაუჩუკისა“ და „კუიბიშევაზოტის“ ტერიტორიაზე გაჩნდა“, - იუწყება Astra.
დღეს დილით სამარის ოლქის გუბერნატორმა ვიაჩესლავ ფედორიშევმა ქალაქ ტოლიატზე დრონებით თავდასხმა დაადასტურა. მისი თქმით, ქალაქის ერთ-ერთი სამრეწველო საწარმოს თანამშრომელი დაშავდა.
„კუიბიშევაზოტი“ რუსეთის ერთ-ერთი წამყვანი ქიმიური კომპანიაა, რომელიც ლიდერია კაპროლაქტამისა და მისი პროდუქტები წარმოებაში და აზოტოვანი სასუქების ერთ-ერთი უდიდესი მწარმოებელია რუსეთის ფედერაციაში.
„ტოლიატიკაუჩუკი“ ნავთობქიმიური საწარმოა, რომელიც აწარმოებს სინთეზურ კაუჩუკს და ქიმიურ კომპონენტებს, რომლებიც გამოიყენება საბურავებისა და რეზინის პროდუქტების წარმოებაში.