გრიგოლ ბესელია შინაგან საქმეთა სამინისტროში აღარ მუშაობს. ინფორმაციას „ფორმულა“ ავრცელებს. მედიას უწყებაში უთხრეს, რომ ის სისტემაში აღარ არის.
ინფორმაცია ამის შესახებ თავდაპირველად „ბათუმელებმა“ გაავრცელეს. მათი ინფორმაციით, თანამდებობის დატოვება კორუფციის თემას უკავშირდება.
ბესელია მზია ამაღლობელის საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმეა.
გასული წლის მაისში გრიგოლ ბესელია ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ დაინიშნა. იქამდე ბესელიამ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის პოსტი 4 აპრილს დატოვა.