ბაღდადში აშშ-ის საელჩომ უსაფრთხოების საგანგებო გაფრთხილება გაავრცელა, რომლის თანახმად, ირანთან დაკავშირებული ტერორისტული დაჯგუფებები უახლოეს 24-48 საათში ერაყის დედაქალაქის ცენტრალურ ნაწილზე იერიშების მიტანას გეგმავენ.
ვაშინგტონი თავის მოქალაქეებს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ დატოვონ ქვეყნის ტერიტორია ნებისმიერი ღია სახმელეთო მარშრუტით, ვინაიდან ერაყის საჰაერო სივრცე ამ დროისთვის სრულად ჩაკეტილია. გავრცელებული ინფორმაციით, საფრთხის ქვეშაა ნებისმიერი ის დიპლომატიური ობიექტი, ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა, უნივერსიტეტი, აეროპორტი თუ სასტუმრო, რომელიც აშშ-სთან შეიძლება ასოცირდებოდეს.
არსებული ინფორმაციით, ერაყის მთავრობა ვერ ახერხებს ქვეყნის ტერიტორიიდან მომავალი ტერორისტული საფრთხეების პრევენციას, რაც რეგიონში უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, პროირანული ფორმირებები თავდასხმებისა და გატაცებების განსახორციელებლად სამთავრობო უწყებების ყალბ მოწმობებს ხშირად იყენებენ.