აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პემ ბონდი ქვეყნის გენერალური პროკურორის თანამდებობიდან გაათავისუფლა. ამის შესახებ თავად დონალდ ტრამპი Truth Social-ში წერს.
ტრამპის თქმით, ბონდი „კერძო სექტორში ძალიან საჭირო და მნიშვნელოვან ახალ თანამდებობაზე გადავა“.
„პემ ბონდი დიდი ამერიკელი პატრიოტი და ერთგული მეგობარია, რომელიც ბოლო ერთი წლის განმავლობაში ერთგულად მსახურობდა ჩემს გენერალურ პროკურორად. პემმა უდიდესი სამუშაო გასწია ჩვენს ქვეყანაში დანაშაულის წინააღმდეგ მკაცრი რეაგირებით, რის შედეგადაც მკვლელობები 1900 წლის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა. ჩვენ გვიყვარს პემი და ის კერძო სექტორში ძალიან საჭირო და მნიშვნელოვან ახალ თანამდებობაზე გადავა, რომლის უახლოეს მომავალში გამოცხადდება. ჩვენი გენერალური პროკურორის მოადგილე, ძალიან ნიჭიერი და პატივცემული იურისტი ტოდ ბლანში გენერალური პროკურორის მოვალეობას შეასრულებს“, – წერს ტრამპი.
ამასთან, CNN-ის წყაროების ცნობით, ტრამპი ბონდით ბევრ საკითხში უკმაყოფილოა. კერძოდ, წყაროს თქმით, აშშ-ის პრეზიდენტი განრისხებულია იმით, თუ როგორ მართავდა ბონდი სექსუალური ტრეფიკინგისთვის მსჯავრდებული ფინანსისტის, ჯეფრი ეპშტეინის საქმეებს.