ავსტრიის ხელისუფლებამ უარყო აშშ-ის მოთხოვნა ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციებისთვის ქვეყნის საჰაერო სივრცის გამოყენების შესახებ.
ავსტრიის თავდაცვის სამინისტრომ აშშ-ის საჰაერო ძალებისგან ფრენის ნებართვაზე რამდენიმე მოთხოვნა მიიღო, თუმცა ყველა მათგანს უარი ეთქვა.
მედიის ცნობით, რომ უარის თქმის მიზეზი ვენის ნეიტრალური სტატუსია, რომელიც ქვეყანას 1955 წლიდან აქვს შენარჩუნებული.
მანამდე აშშ-ის თვითმფრინავებს საჰაერო სივრცის გამოყენების უფლება არ მისცა ევროპის რამდენიმე ქვეყანამ. იტალიამ განაცხადა, რომ აშშ-ის ძალებს არ აქვთ სიცილიაში სიგონელას საჰაერო ბაზის გამოყენების უფლება. საფრანგეთმა თავისი საჰაერო სივრცე დახურა ნებისმიერი თვითმფრინავისთვის, რომელიც ეჭვმიტანილია ისრაელში სამხედრო აღჭურვილობის გადატანაში. მსგავსი ზომები მიიღო ესპანეთმაც.