მკვლელობა მოხდა მარნეულში. ახალგაზრდა მამაკაცს ჯერჯერობით დაუდგენელმა პირმა ყელის არეში ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენა. კაცი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის გავრცელებული ინფორმაციით, კაცს 26 მარტს ქორწილი ჰქონდა. ქორწილში ურთიერთშელაპარაკების შედეგად ერთი პირი დაიჭრა.
კლინიკასთან, სადაც კაცი გადაიყვანეს, მისი ახლობლები არიან შეკრებილი.
შსს-მ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.