ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასმა განაცხადა, რომ ევროკავშირი უკრაინას გაყინული რუსული აქტივების შემოსავლიდან 80 მილიონ ევროს გამოუყოფს.
კალასმა შესაბამისი გადაწყვეტილება კიევში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს არაფორმალური შეხვედრის შემდეგ გამოაცხადა.
„დღეს, მოხარული ვარ გაცნობებთ, რომ ჩვენ უკრაინას დამატებით 80 მილიონ ევროს გამოვუყოფთ, რომელიც რუსული გაყინული აქტივებიდან იქნება მიღებული“, - განაცხადა მან უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ ანდრიი სიბიჰასთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.