ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა, რომ 1-ელი აპრილიდან მსოფლიოს 18 უმსხვილეს კომპანიას, მათ შორის Tesla-ს, Google-სა და Microsoft-ს, თავს დაესხმება. ამის შესახებ Daily Express იუწყება.
ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა, რომ „ამერიკის მმართველმა ისტებლიშმენტმა და მასთან დაკავშირებულმა ჯაშუშურმა კომპანიებმა უგულებელყვეს ტერორისტული ოპერაციების შეჩერების შესახებ განმეორებითი გაფრთხილებები“.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა შეადგინა იმ კომპანიების სია, რომლებზეც თავდასხმას გეგმავს.
„ეს კომპანიები უნდა ელოდონ, რომ ირანში მოკლული თითოეული ადამიანის სანაცვლოდ მათი შესაბამისი დანაყოფები განადგურდება, ოთხშაბათს, 1-ელ აპრილს, თეირანის დროით საღამოს 8 საათიდან“, - ნათქვამია განცხადებაში.
მითითებულ კომპანიებს შორისაა: Cisco, HP, Intel, Oracle, Microsoft, Apple, Google, Meta, IBM, Dell, Palantir, Nvidia, JPMorgan, Tesla, General Electric, Spire Solutions, G42 და Boeing.