ზოგადად, „ნაციონალურ მოძრაობას“ ახასიათებს სიმბოლიზმი. მაგიტომ დაამთხვიეს თავიანთი თითქოსდა „გამარჯვება“ 26 მაისს. არაფერი გამოუვათ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ლევან მაჭავარიანმა „ოპოზიციის ალიანსის“ კამპანიაზე საუბრისას განაცხადა.
„აბსოლუტურად უპერსპექტივოები არიან. ზოგადად, „ნაციონალურ მოძრაობას“ ახასიათებს სიმბოლიზმი. მაგიტომ დაამთხვიეს თავიანთი თითქოსდა „გამარჯვება“ 26 მაისს. არაფერი გამოუვათ. ბოლომდე არიან განულებულები, გამარგინალებულები. აბსოლუტურად დაკარგული აქვთ ნდობა ჩვენს საზოგადოებაში. ერთმანეთს თუ ატყუებენ და ამხნევებენ, გააგრძელონ „სახლობანას“ თამაში, მათი უფლებაა. არაფერი შანსი არ აქვთ. რაც უფრო დრო გადის, საზოგადოება კიდევ უფრო რწმუნდება ჩვენი პოლიტიკის სისწორეში. იმაში, რომ რა ნაბიჯებიც ჩვენ გადავდგით, აბსოლუტურად უალტერნატივოა და იმაში, რომ მშვიდობის და სტაბილურობის გარანტი საქართველოში, მხოლოდ „ქართული ოცნებაა“ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით“, - განაცხადა მაჭავარიანმა.
„ოპოზიციის ალიანსი“ ეროვნული მობილიზაციის კამპანიას იწყებს, რომელიც 2 თვის განმავლობაში გაგრძელდება. როგორც ალიანსის წარმომადგენლებმა განაცხადეს, 26 მაისს, თბილსიში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, „დიდი ხალხმრავალი აქცია გაიმართება“.