31 მარტს კიევში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი ჩავიდა.
ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ ანდრიი სიბიჰაზე დაყტდნობით ავრცელებს.
კალასის გარდა, კიევში ჩავიდნენ გერმანიის, პოლონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები - იოჰან ვადეფული, რადოსლავ სიკორსკი, ბაიბა ბრაჟე და კესტუტის ბუდრისი.
„დღეს ჩვენ აღვნიშნავთ ბუჩას ხოცვა-ჟლეტის სამწუხარო წლისთავს. იმ დღეს, ნაწამები მშვიდობიანი მოსახლეობის საშინელმა კადრებმა მთელი მსოფლიო შოკში ჩააგდო. ამ დღეს ევროპის ასეთი ძლიერი ყოფნა აჩვენებს, რომ ამ და სხვა რუსული სისასტიკისთვის სამართლიანობის აღდგენა გარდაუვალია“, - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.