„ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ საზღვაო ძალების მეთაურის, ალირეზა ტანგსირის გარდაცვალებას ირანში ადასტურებენ.
ინფორმაციას Reuters ირანულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს, რომელიც, თავის მხრივ, რევოლუციის გუშაგთა კორპუსის განცხადებას ეყრდნობა.
ალირეზა ტანგსირის დაღუპვის შესახებ 26 მარტს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა განაცხადა.
ტანგსირი „ირანის ისლამური რევოლუციიის გუშაგთა კორპუსის“ საზღვაო ძალებს 2018 წლიდან ხელმძღვანელობდა, მანამდე კი, 2010 წლიდან მოადგილის თანამდებობა ეკავა.