მედიის ცნობით, ირანის დედაქალაქი თეირანი, ასევე ჩრდილოეთ ირანის რამდენიმე რაიონი, ელექტროენერგიის გარეშე დარჩა აშშ-სა და ისრაელის თავდასხმების შედეგად. ირანის ენერგეტიკის სამინისტროს განცხადების თანახმად, ელექტროენერგიის აღსადგენად სამუშაოები მიმდინარეობს.
ირანის სამთავრობო მედიის ცნობით, ელექტროობიექტები ალბორზის პროვინციაში დაზიანდა, რასაც თეირანსა და კარაჯში ელექტრომომარაგების შეჩერება მოჰყვა.
ირანის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ თეირანში ელექტროენერგიის მიწოდება რამდენიმე საათში აღდგება.