უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კვირას იორდანიაში ჩავიდა, სადაც უსაფრთხოების საკითხებზე შეხვედრებს გამართავს.
ამის შესახებ ინფორმაციას ზელენსკი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„დღეს იორდანიაში უსაფრთხოება უმთავრესია და უმნიშვნელოვანესია, რომ ყველა პარტნიორმა საჭირო ძალისხმევა გაიღოს ამის მისაღწევად.
უკრაინას თავისი წვლილს შეაქვს. მნიშვნელოვანი შეხვედრები გველის წინ“ - წერს ზელენსკი.
მანამდე უკრაინის პრეზიდენტი საუდის არაბეთში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და კატარში იმყოფებოდა.