აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჰორმუზის სრუტეზე კონტროლის დამყარების შემდეგ, მისთვის სახელის შეცვლას განიხილავს. ამის შესახებ New York Post წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.
NYT-ის წყაროების ცნობით, სრუტეზე კონტროლის საკითხი ტრამპისთვის უმთავრესი პრიორიტეტია.
მაიამიში გამართულ საუდის არაბეთის ინვესტორთა ფორუმზე ტრამპმა ასევე წამოჭრა სრუტისთვის სახელის შეცვლის შესაძლებლობის საკითხიც.
„მათ ტრამპის სრუტის - ანუ ჰორმუზის სრუტის - გახსნა მოუწევთ“, - თქვა მან და დასძინა: „ბოდიში, რა სირცხვილია... ასეთი საშინელი შეცდომა. ყალბი ამბები იტყვიან: მან არასწორად თქვა - შემთხვევით თქვა. არა, ჩემთან შემთხვევითობა არ ხდება, არც ისე ბევრი,“ - თქვა მან.
სახელის გადარქმევის იდეა ადრე აქტიურად განიხილებოდა სოციალურ მედიაში ტრამპის მხარდამჭერებს შორის.
NYP-ის წყაროების ცნობით, თუ რეგიონში მისია წარმატებით შესრულდება, ტრამპი მართლაც განიხილავს სრუტისთვის „ამერიკის“ ან „ტრამპის სრუტის“ დარქმევის შესაძლებლობას.