საუდის არაბეთში, პრინც სულთანის საჰაერო ბაზაზე ირანის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად 12 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე დაიჭრა, რომელთაგან ორის მდგომარეობა მძიმეა. ინფორმაციას New York Times ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ასევე დარტყმის შედეგად სულ მცირე KC-135 ტიპის ორი საწვავის შემავსებელი თვითმფრინავი მნიშვნელოვნად დაზიანდა.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ომის დროს ირანმა ახლო აღმოსავლეთში ამერიკული ბაზების დაბომბვისას ბალისტიკური რაკეტებისა და დრონების უდიდესი არსენალი გამოიყენა.
დარტყმების უმეტესობა საჰაერო თავდაცვის სისტემებით განეიტრალდა, თუმცა იაფი დრონების ჩამოსაგდებად მნიშვნელოვანი რაოდენობის ძვირადღირებული რაკეტების გამოყენება გახდა საჭირო.
გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან, ქუვეითში, შუაიბას პორტში, ტაქტიკური ოპერაციების ცენტრზე დრონენის თავდასხმის შედეგად, აშშ-ის არმიის ექვსი რეზერვისტი დაიღუპა.
კიდევ ერთი ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა პრინც სულთანის ბაზაზე 1-ელ მარტს განხორციელებული თავდასხმის დროს.
ომის დაწყებიდან მოყოლებული, თითქმის 300 ამერიკელი ჯარისკაცი დაიჭრა, რომელთაგან დაახლოებით 225-მა რაკეტების აფეთქებების შედეგად ტვინის შერყევა მიიღო. მათგან 35-ის გარდა, ყველა დაბრუნდა სამსახურში. სულ 13 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეა დაღუპული.