ევროკავშირის ექსპერტთა ჯგუფი ამჟამად კიევში იმყოფება და უკრაინისგან ნებართვას ელოდება, რათა “დრუჟბას” დაზიანებული ნავთობსადენის მდგომარეობა შეამოწმოს. ამის შესახებ ინფორმირებულმა ევროპელმა ოფიციალურმა პირმა უკრაინულ მედიას განუცხადა.
უკრაინამ ევროპელ ექსპერტებს ჯერ კიდევ არ მისცა „დრუჟბას“ დაზიანებულ ნავთობსადენის ტერიტორიაზე შესვლის უფლება.
წყარომ განაცხადა, რომ ევროპელი ექსპერტები კვლავ კიევში იმყოფებიან და უკრაინის მთავრობისგან ნებართვას ელოდებიან, რათა „დრუჟბას“ დაზიანებული მილსადენისადგილზე გაცნობითი ვიზიტი ჩაატარონ, რათა შეაფასონ რემონტის მასშტაბები და ღირებულება.
ევროპელმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ უკრაინას ჯერ არ მიუცია ასეთი ნებართვა.
მანამდე ევროკავშირმა უკრაინას შესთავაზა ნავთობსადენ „დრუჟბის“ შეკეთების დაფინანსება, რათა კვლავ აღდგეს რუსული ნავთობის მიწოდება უნგრეთსა და სლოვაკეთში, რასაც კიევი დათანხმდა. „დრუჟბის“ შეკეთების დაფინანსების გარდა, ევროკავშირმა უკრაინას ტექნიკური დახმარებაც შესთავაზა.
ცნობისთვის, სლოვაკეთსა და უნგრეთს ნავთობი უკრაინის გავლით, ნავთობსადენ „დრუჟბით“ 27 იანვრის შემდეგ აღარ მიეწოდებათ. უკრაინული მხარის განცხადებით, მილსადენი რუსული იერიშის შედეგად დაზიანდა, უნგრეთი კი აცხადებს, რომ კიევმა ის გამიზნულად დააზიანა.