აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტი გეგმავს, რომ ყველა ახალ ქაღალდის ბანკნოტზე აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ხელმოწერა განთავსდეს. ამის შესახებ АР აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტზე დაყრდნობით იუწყება.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ასეთი ნაბიჯი მოქმედი პრეზიდენტისთვის პირველი იქნება, რადგან ტრადიციულად, აშშ-ის ქაღალდის ბანკნოტზე არა პრეზიდენტის არამედ, ხაზინის მდივნისა და ხაზინადარის ხელმოწერებიაგანთავსებული.
AP-ის ცნობით, ეს გეგმები ემთხვევა ტრამპის გამოსახულების მონეტაზე განთავსების მცდელობებს, რამაც ასევე კრიტიკა გამოიწვია, რადგან ფედერალური კანონი კრძალავს ცოცხალი პრეზიდენტის გამოსახვას ამერიკულ ვალუტაზე.
სახაზინო დეპარტამენტის ცნობით, ყველა ახალ ბანკნოტზე ტრამპის ხელმოწერის განთავსების გეგმა ქვეყნის 250 წლის იუბილეს აღნიშვნისთვის არის დაგეგმილი. გამოცემისვე ცნობით, ბანკნოტებზე
ხაზინის მდივნის სკოტ ბესენტის ხელმოწერაც იქნება დატანილი.
„არ არსებობს უფრო მნიშვნელოვანი გზა ჩვენი დიდი ქვეყნის ისტორიული მიღწევების პატივსაცემად, ვიდრე ტრამპის სახელით გამოშვებული აშშ დოლარის ბანკნოტები“, – განაცხადა ბესენტმა.