კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თბილისსა და ბათუმში კომპლექსურად ჩატარებული საპოლიციო ღონისძიების შედეგად, ნარკოდანაშაულში ჯგუფურად ჩართული უკრაინის ოთხი მოქალაქე დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, ორგანიზებულად მოქმედებდნენ და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების ე.წ. დადების მეთოდით რეალიზაციას ცდილობდნენ.
სამართალდამცველებმა, ბათუმში ერთ-ერთი ბრალდებულის დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს, დაკავებულების მიერ ჯგუფურად, უკანონოდ შეძენილი და შემდგომი რეალიზაციის მიზნით -1544 შეკვრად დაფასოებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის, „ალფა-პვპ“, „კლეფედრონი“, „მეტამფეტამინი“, „მდმ-ა“ და „მარიხუანა“.
სამართალდამცველების მიერ თბილისში, ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას, ასევე, სხვადასხვა ლოკაციიდან ამოღებულია მათ მიერ სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“. პოლიციის მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.
წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.