ლვოვში რუსების დარტყმის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 22-მდე გაიზარდა.
ქალაქის მერის ანდრიი სადოვის განცხადებით, საავადმყოფოებში 22 ადამიანი რჩება.
იერიშის შედეგად ლვოვში დაზიანებულია იუნესკო-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი – მე-17 საუკუნის წმინდა ანდრიას ეკლესია.
უკრაინული მედიის ცნობით, ლვოვთან ახლოს, სოფელ სერნიკში კიდევ ერთ სახლს ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევის შედეგად ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა.