უკრაინული მედიის ცნობით, 24 მარტის ღამეს, რუსეთის საოკუპაციო არმიამ პოლტავის ოლქს შეუტია, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 11 დაშავდა.
პოლტავას საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ვიტალი დიაკივნიჩის ინფორმაციით, დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები და სასტუმროები.
„ხანძარი გაჩნდა. ადგილზე ყველა სამსახურია მობილიზებული. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება“,- აღნიშნა დიაკივნიჩმა.