კოლუმბიაში სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი ჩამოვარდა, რომლის ბორტზეც 125 ადამიანი იმყოფებოდა. BBC-ის ცნობით, 66 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა.
C-130 Hercules-ის ტიპის თვითმფრინავმა კატასტროფა ქალაქ პუერტო ლეგისიმოში განიცადა, რომელიც პერუს საზღვარზე, პუტუმაიოს დეპარტამენტში მდებარეობს.
კოლუმბიის თავდაცვის მინისტრმა პედრო სანჩესმა განაცხადა, რომ ინციდენტის მიზეზი ჯერ კიდევ არ არის დადგენილი და დასძინა, რომ კრიმინალური დაჯგუფებების თავდასხმის ნიშნები არ არსებობს.
მისი თქმით, თვითმფრინავი კარგ მდგომარეობაში იყო და ეკიპაჟი „შესაბამისად კვალიფიციური“ იყო.