პარიზის მერის არჩევნებში სოციალისტმა კანდიდატმა ემანუელ გრეგუარმა გაიმარჯვა და საფრანგეთის დედაქალაქის მერის პოსტზე თანაპარტიელი ან იდალგო შეცვალა. ინფორმაციას France 24 ავრცელებს.
48 წლის გრეგუარმა ხმების დაახლოებით 51% მიიღო და მემარჯვენე რაშიდა დატი და მემარცხენე მეტოქე სოფია ჩიკირუ დაამარცხა.
„პარიზმა გადაწყვიტა, თავისი ისტორიის ერთგული დარჩეს“, - განუცხადა გრეგუარმა მხადამჭერებს და პირობა დადო, რომ წინააღმდეგობას გაუწევს მემარჯვენეებსა და ულტრამემარჯვენეებს მომავალი წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ.
„პარიზი იქნება წინააღმდეგობის გული მემარჯვენეების ამ ალიანსის წინააღმდეგ, რომელიც ცდილობს წაგვართვას ის, რაც ჩვენთვის ყველაზე ძვირფასი და მყიფეა: ერთად ცხოვრების მარტივი სიხარული“, - თქვა მან.