ირანმა აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის დიეგო გარსიას სამხედრო ბაზის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვა. ინფორმაციას Wall Street Journal ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მედიის ვნობით, ირანმა ორი რაკეტა ისროლეს, არცერთი მათგანი სამიზნეს არ მოხვედრია. წყაროების ინფორმაციით, ერთი რაკეტა ფრენის დროს ჩამოვარდა, ხოლო მეორე აშშ-ის სამხედრო გემიდან გაშვებულმა რაკეტამ ჩამოაგდო.
დიეგო გარსიას სამხედრო ბაზა ირანიდან დაახლოებით 3800 კილომეტრში მდებარეობს.
CNN აღნიშნავს, რომ ომის დაწყების შემდეგ ეს ირანის პირველი მცდელობაა გამოიყენოს ასეთი დიაპაზონის რაკეტები. Wall Street Journal აღნიშნავს, რომ ირანის ხელისუფლება ადრე აცხადებდა, რომ მათი რაკეტების მოქმედების რადიუსი 2000 კილომეტრით შემოიფარგლებოდა.