უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინის მომლაპარაკებელთა ჯგუფი აშშ-ის წარმომადგენლებთან ორმხრივი მოლაპარაკებებისთვის მაიამიში ჩავიდა.
უკრაინის დელეგაციის შემადგენლობაში შედიან ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი რუსტემ უმეროვი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი კირილო ბუდანოვი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცელმძღვანელის პირველი მოადგილე სერჰიი კისლიცა და საპარლამენტო ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ხელმძღვანელი დავით არახამია.
ამერიკულ მხარეს წარმოადგენენ თეთრი სახლის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სიძე ჯარედ კუშნერი.