აშშ-სა და ისრაელის მიერ განხორციელებული საჰაერო დარტყმების შედეგად „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ პრესსპიკერი ალი მოჰამედ ნაინი დაიღუპა.
ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ადასტურებს.
მანამდე ირანულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის წარმომადგენელი საჰაერო დარტყმის შედეგად დაიღუპა.
„წლების განმავლობაში ნაინი პროპაგანდისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში სხვადასხვა თანამდებობას იკავებდა. ბოლო ორი წლის განმავლობაში ის „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ მთავარი პროპაგანდისტი იყო“, - განაცხადეს ისრაელის თავდაცვის ძალებში.
ისრაელელმა სამხედროებმა ნაინის ლიკვიდაციას „ირანის რეჟიმის ათობით მაღალი თანამდებობის პირის მკვლელობების სერიის ნაწილი“ უწოდეს.