ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა საკითხებში, კაია კალასმა, ევროკავშირის ლიდერები გააფრთხილა, რომ ევროკავშირი შესაძლოა ახლო აღმოსავლეთში „ტოქსიკურ კონფლიქტში“ აღმოჩნდეს ჩათრეული, საიდანაც თავის დაღწევა უკიდურესად რთული იქნება.
ამის შესახებ Politico ორ დიპლომატზე დაყრდნობით იუწყება, რომლებსაც დახურული მოლაპარაკებების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.
გამოცემის ცნობით, კალასმა ევროპელ ლიდერებს მოუწოდა, არ ჩაერთონ ირანის წინააღმდეგ ომში, რომელსაც აშშ და ისრაელი ხელმძღვანელობენ.
მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირმა რეგიონში საკუთარი ინტერესები უნდა დაიცვას, თუმცა ბლოკს ნაკლებად სურს Aspides-ის საზღვაო მისიის მანდატის წითელი ზღვიდან ჰორმუზის სრუტემდე გაფართოება.
„ომი სასიყვარულო ურთიერთობას ჰგავს - დაწყება ადვილია, გამოსვლა კი - ძნელი“, - აღნიშნა მან.
მისი სიფრთხილე განპირობებულია აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მხრიდან მზარდი ზეწოლის გამო, რომელმაც მოკავშირეებს მოუწოდა, დაეხმარონ ჰორმუზის სრუტეში სამოქალაქო გემებისთვის სამხედრო ესკორტის უზრუნველყოფაში.
ამავდროულად, რიგი ევროპული ქვეყნები კვლავ ერიდებიან კონფლიქტის სამხედრო ფაზაში პირდაპირ ჩართვას.