ირანს აღარ შეუძლია ურანის გამდიდრება ან ბალისტიკური რაკეტების წარმოება, - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.
მისი თქმით, ომი ბევრად უფრო სწრაფად დასრულდება, ვიდრე ხალხს ჰგონია.
„უპირველეს ყოვლისა, მინდა, ვთქვა, რომ როგორც ხედავთ, ცოცხალი ვარ. ისრაელი და შეერთებული შტატები იცავენ მთელ ახლო აღმოსავლეთს და, გავბედავ და ვიტყვი, რომ მთელ მსოფლიოს. ჩვენ ვიმარჯვებთ და ირანი განადგურებულია. ირანი უფრო სუსტია, ვიდრე ოდესმე, ხოლო ისრაელი რეგიონალური ძალაა“,- განაცხადა ნეთანიაჰუმ.
მისი თქმით, ირანის წინააღმდეგ კამპანია გაგრძელდება ვიდრე საჭირო იქნება.
ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ ისრაელმა არ იცის, ვინ მართავს ამჟამად ირანს.
„არ ვარ დარწმუნებული, ვინ მართავს ამჟამად ირანს. მოჯთაბა ხამენეის სახე არ გამოუჩენია“,- განაცხადა ნეთანიაჰუმ.