ბელარუსის ხელისუფლებამ პოლიტპატიმრების ჯგუფი გაათავისუფლა, რომელთაგან ზოგიერთი ლიეტუვაში გადაიყვანეს.
ამის შესახებ ინფორმაციას ბელარუსული ოპოზიციური მედია „ბელსატი“ ავრცელებს.
ტელეარხის ცნობით, გათავისუფლებული პოლიტპატიმრების ჯგუფი მინსკს უკვე ტოვებს.
წინასწარი მონაცემებით, ვილნიუსში შესაძლოა 15-20 ადამიანი ჩაიყვანონ, დანარჩენებს კი ბელარუსში დარჩენის უფლება მისცენ.
პოლიტპატიმრების გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია 19 მარტს, ბელარუსში აშშ-ის წარმომადგენლის, ჯონ კოულსა და ბელარუსის პრეზიდენტს, ალექსანდრ ლუკაშენკას შორის შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი.
წინასწარი და დაუდასტურებელი ინფორმაციით, ლიეტუვაში ჩავლენ, „ბელსატის“ ჟურნალისტი ეკატერინა ანდრეევა, ადამიანის უფლებათა დამცველი ანასტასია ლოიკო, ბლოგერი ედუარდ პალჩისი, ასევე კირილ კაზეი, დმიტრი კუბარევი, ალექსანდრ კოზლიანკო, ნიკოლაი კულეშოვი, სერგეი მოვშუკი, ნიკიტა ზოლოტარევი, კიმ სამუსენკო, პაველ შპეტნი და დენის ჟელეზკო.
ტელეარხის ცნობით, სია შესაძლოა განახლდეს.
ამასთან, ცნობილი გახდა, რომ აშშ-მა რამდენიმე ბელარუსულ ბანკისა და კომპანიის მიმართ დაწესებული სანქციები გააუქმა.