უკრაინული მედიის ინფორმაციით, 19 მარტის ღამეს, უკრაინის თავდაცვის ძალებმა თავდასხმა განახორციელეს „გრანიტის“ საწარმოზე, რომელიც დროებით ოკუპირებულ ყირიმში, „ალმაზ-ანტეის“ კონცერნის ნაწილია.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, მისი ობიექტები გამოიყენება რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების შეკეთებისა და მოვლისთვის.
კერძოდ, აღნიშნულია, რომ კონცერნი ემსახურება აღჭურვილობას, რომელიც დროებით ოკუპირებული უკრაინული ყირიმის საჰაერო თავდაცვის „ფარის“ საფუძველს წარმოადგენს.
უკრაინული მედიის ცნობით, საწარმოში არემონტებენ S-400 Triumph და S-300PM2 Favorit ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემებს, 92N6E და 96L6E ტიპის სარადარო სადგურებს, ასევე Buk-M2/M3 და Tor-M2 საშუალო და მოკლე რადიუსის საჰაერო თავდაცვის სისტემებს.
გარდა ამისა, უკრაინის გენერალური შტაბის ცნობით, სევასტოპოლში, სტრელეცკაიას ყურის მიდამოებში მტრის პირადი შემადგენლობის კონცენტრაციის ზონებზე დარტყმები განხორციელდა.