დღეს დილით, ქუვეითის სამხრეთით მდებარე მინა აბდულას ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ერთ-ერთ ობიექტზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა. ინფორმაციას ქუვეითის სახელმწიფო მედია ნავთობკორპორაციის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.
დარტყმამ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ხანძარი გამოიწვია.
ცოტა ხნით ადრე, ქუვეითის ნავთობის კორპორაციამ კიდევ ერთი დრონით განხორციელებული დარტყმის შესახებ განაცხადა. სამიზნე აჰმადის პორტში მდებარე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა იყო.
კორპორაციის ცნობით, შენობაში მცირე ხანძარი გაჩნდა; წინასწარი მონაცემებით, არავინ დაშავებულა.