საუდის არაბეთში SAMREF-ის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე საჰაერო დარტყმა განხორციელდა. ამის შესახებ Reuters 19 მარტს, წყაროზე დაყრდნობით.
„ხუთშაბათს, წითელი ზღვის იანბუს პორტში მდებარე Saudi Aramco-ს SAMREF-ის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას საჰაერო დარტყმა მიაყენეს“, - წერს გამოცემა.
აღნიშნულია, რომ ქარხანაზე დარტყმის შედეგები მინიმალური იყო.
მანამდე, ირანმა საუდის არაბეთში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და კატარში მდებარე რამდენიმე ნავთობის ობიექტიდან ევაკუაციის ბრძანება გასცა.
გამოცემა ხაზს უსვამს, რომ ჰორმუზის სრუტეში შექმნილი ვითარების გამო, იანბუ ამჟამად სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან ნედლი ნავთობის ერთადერთ საექსპორტო ბაზარად რჩება.