18 მარტს შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარია მალმერ სტენერგარდმა განაცხადა, რომ ირანმა შვედეთის მოქალაქე სიკვდილით დასაჯა. ირანი შვედეთის მოქალაქეს ისრაელის სასარგებლოდ ჯაშუშობას ედავებოდა.
„ღრმა მწუხარებით შევიტყვე, რომ დღეს, დილით ირანში შვედეთის მოქალაქე სიკვდილით დასაჯეს“, – განაცხადა შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარია მალმერ სტენერგარდმა.
შვედეთის მოქალაქე ირანში 2025 წლის ივნისში დააკავეს და მას „სასამართლო პროცესის“ შედეგად სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს.
სტენერგარდმა სტოკჰოლმში ირანის ელჩი დაიბარა.