გერმანიის კანცლერის ფრიდრიხ მერცის განცხადებით, ევროკავშირმა უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხი დაუყოვნებლივ უნდა გადაიხადოს. ამის შესახებ Deutsche Welle იუწყება.
მერცმა ასევე ხაზი გაუსვა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტის რაც შეიძლება სწრაფად მიღების აუცილებლობას.
„ჩვენ ყურადღება არ უნდა მივაქციოთ ევროკავშირის ერთ ქვეყანასაც კი, რომელიც ამჟამად, შიდა პოლიტიკური მიზეზების გამო და იქ მიმდინარე საარჩევნო კამპანიის გამო, ევროპაში ამ ბლოკადას ქმნის“, - დასძინა მერცმა. მან, სავარაუდოდ, უნგრეთი იგულისხმა, სადაც საპარლამენტო არჩევნები აპრილში გაიმართება.
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიიარტომ განაცხადა, რომ უნგრეთი გააგრძელებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტის და უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხის მიღების დაბლოკვას მანამდე, ვიდრე კიევი „დრუჟბას“ ნავთობსადენზე ტრანზიტს არ აღადგენს.