აშშ-ის ეროვნული კონტრტერორიზმის ცენტრის დირექტორმა, ჯო კენტმა თანამდებობა დატოვა და განაცხადა, რომ „სუფთა სინდისით ვერ დაუჭერს მხარს ირანში მიმდინარე ომს“.
ჯო კენტი ტრამპის გუნდის წევრი იყო. ის აშშ-ის სენატმა ეროვნული ანტიტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელად გასული წლის ივლისში დაამტკიცა.
გადადგომის წერილში იგი პირდაპირ მიმართავს შეერთებული შტატების პრეზიდენტს:
„ირანი ჩვენი ქვეყნისთვის უშუალო საფრთხეს არ წარმოადგენდა და ცხადია, რომ ეს ომი ისრაელისა და ამერიკაში მისი გავლენიანი ლობის ზეწოლის ქვეშ დავიწყეთ.
2025 წლის ივნისამდე თქვენ გესმოდათ, რომ ახლო აღმოსავლეთში ომები ხაფანგი იყო, რომელშიც ამერიკა კარგავდა ჩვენი პატრიოტების ძვირფას სიცოცხლეს და სწირავდა ქვეყნის სიმდიდრესა და კეთილდღეობას. როგორც 11-გზის საბრძოლო ვეტერანი და ოქროს ვარსკვლავის მფლობელის ქმარი, რომელმაც საყვარელი ცოლი, შენონი, ისრაელის მიერ წარმოებულ ომში დაკარგა, მე არ შემიძლია მხარი დავუჭირო კიდევ ერთი თაობის გაგზავნას ომში სიკვდილისთვის, რომელსაც ამერიკელი ხალხისთვის არანაირ სარგებელს არ მოაქვს“, - განაცხადა ჯო კენტმა.