სამშაბათს, 17 მარტს, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დიდი ბრიტანეთის დედაქალაქში ჩავიდა.
ზელენსკი ვიზიტს ბუკინგემის სასახლეში, ადგილობრივი დროით 14:00 საათზე მეფე ჩარლზთან შეხვედრით დაიწყებს.
ლონდონის დროით დაახლოებით 14:40 საათზე ზელენსკი დაუნინგ სტრიტზე მივა, სადაც ორმხრივ შეხვედრას გამართავს პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერთან, შემდეგ კი სამმხრივ შეხვედრას გამართავს სტარმერთან და ნატო-ს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან.
გარდა ამისა, დღეს საღამოს რუტესთან ცალკე შეხვედრა გაიმართება.
ადგილობრივი დროით 16:25 საათზე უკრაინის პრეზიდენტი ბრიტანეთის პარლამენტის წევრებს სიტყვით მიმართავს.