ისრაელის პოლიციის ცნობით, რაკეტებისა და გამანადგურებელი სისტემების ნამსხვრევები იერუსალიმის ძველ ქალაქში, მათ შორის ალ-აქსას მეჩეთისა და მაცხოვრის წმინდა საფლავის ეკლესია მიმდებარე ტერიტორიებზე აღმოაჩინეს. იუწყება BBC
„ირანიდან იერუსალიმის მიმართულებით ბოლო სარაკეტო თავდასხმის დროს, ქალაქის თავზე რამდენიმე სამიზნე ჩაიჭრა“, - განაცხადა პოლიციამ.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ ერთ-ერთი ფრაგმენტი, რომლის დიამეტრი დაახლოებით ნახევარი მეტრი იყო, წმინდა საფლავის ეკლესიასთან, ერთ-ერთ მთავარ ქრისტიანულ სალოცავთან ახლოს ჩავარდა. დიდი ფრაგმენტები ასევე ჩაცვივდა ბრიტანეთის საკონსულოს მახლობლად. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, სამი ადამიანი მსუბუქად დაშავდა.