უკრაინამ 434 კვადრატულ კილომეტრ ტერიტორიაზე კონტროლი აღადგინა. გარდა ამისა, რუსეთის საოკუპაციო ძალების ახალი შეტევა ჩაშალა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მტერს შეტევის დაწყებს 2025 წლის ბოლოს და გაგრძელება გაზაფხულზე სურდა.
„ისინი ამ ოპერაციას ამზადებდნენ, ჩვენ კი კონტრშეტევით ნაბიჯებს, პარალელურ მოქმედებებს ვახორციელებდით. ჩვენ გვინდოდა, ბრძოლის ველზე რუსეთისთვის ჩვენზე მასობრივი თავდასხმის დაწყების შესაძლებლობა არ მიგვეცა. სწორედ ამიტომ დავიწყეთ ოპერაცია წლის ბოლოს. და ჩვენ აღვადგინეთ კონტროლი 434 კვადრატულ კილომეტრზე“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
პრეზიდენტის თქმით, გადადგმული ნაბიჯები „ძალიან წარმატებული“ იყო.
მან აღნიშნა, რომ რუსეთი ყოველთვიურად 30 000-35 000 ადამიანს კარგავს თავდაცვის ძალების მიერ ფრონტის ხაზზე გამოყენებული დრონების გამო.