აშშ-ის ენერგეტიკის მდივანი კრის რაითი აცხადებს, რომ მისი მოლოდინით, ირანთან ომი „მომდევნო რამდენიმე კვირაში“ დასრულდება.
რაითმა ABC News,-თან ინტერვიუშუ განაცხადა, რომ ირანთან ომი უახლოეს რამდენიმე კვირაში და შესაძლოა უფრო ადრეც დასრულდეს.
„ვფიქრობ, ეს კონფლიქტი აუცილებლად დასრულდება მომდევნო რამდენიმე კვირაში. შესაძლოა, უფრო ადრეც, მაგრამ კონფლიქტი დასრულდება მომდევნო რამდენიმე კვირაში“, - თქვა მან.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ადრე განაცხადა, რომ შეერთებული შტატები „მთლიანად ანადგურებს“ ირანის ტერორისტულ რეჟიმს და ახალი იერიშები დააანონსა.