ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ საბრძოლო მოქმედებების დაწყებიდან პირველ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ აშშ-ისრაელის ერთობლივმა ოპერაციამ ირანი და მისი მოკავშირე, ლიბანური დაჯგუფება „ჰეზბოლა“ გაანადგურა. ამის შესახებ Times of Israel იუწყება.
„ჩვენ გავანადგურეთ ირანი და ჰეზბოლა. „ჰეზბოლა“ გრძნობს ჩვენი იარაღის ძალას და კიდევ უფრო მეტად იგრძნობს მას. ის თავისი აგრესიისთვის ძალიან მაღალ ფასს გადაიხდის“,
„ისრაელისა და ამერიკის ძალების უპრეცედენტო ერთიანობის წყალობით, ჩვენ მივაღწიეთ უზარმაზარ წარმატებებს - წარმატებებს, რომლებიც ცვლის ძალთა ბალანსს ახლო აღმოსავლეთში და მის ფარგლებს გარეთაც კი,“ - თქვა ნეთანიაჰუმ.
მან ასევე აღნიშნა, რომ ირანის ახალი უზენაესი ლიდერი მოჯთაბა ხამენეი, რომლის სახელითაც განცხადება ხუთშაბათს გაკეთდა, საჯაროდ ჯერ არ გამოჩენილა.
„ჩვენ ძველი ტირანი ამოვძირკვეთ, ახალი ტირანი, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მარიონეტი კი, საჯაროდ ვერ გამოჩნდება“, - დასძინა ნეთანიაჰუმ.
ბრიფინგამდე ცოტა ხნით ადრე, ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ მათ თეირანში „ფართომასშტაბიანი თავდასხმების ტალღა“ დაიწყეს, რომლის სამიზნეც ირანის რეჟიმის ინფრასტრუქტურა იყო მთელი დედაქალაქის მასშტაბით.