ბუქარესტში ვიზიტის დროს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და მისმა რუმინელმა კოლეგამ, ნიკუშორ დანმა, რიგ დოკუმენტებს მოაწერეს ხელი. ამის შესახებ მათი ერთობლივი პრესკონფერენციიდან გახდა ცნობილი. იუწყება უკრაინული მედია.
პრეზიდენტებმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას უკრაინასა და რუმინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ, ასევე ენერგეტიკის სექტორში თანამშრომლობის შესახებ ჩარჩო შეთანხმებებს.
გარდა ამისა, ზელენსკიმ და დანმა ხელი მოაწერეს უკრაინასა და რუმინეთს შორის ერთობლივ განცხადებას თავდაცვის პროდუქციის ერთობლივი წარმოების შესახებ.